საზოგადოება
საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ნატო-ს პრესსსამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, მხარეები შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.