აქტუალური
სერგეი რიაბკოვი: ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას „მძიმე შედეგები“ მოჰყვება

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას „მძიმე შედეგები“ მოჰყვება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება არ შეიძლება მოხდეს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საზიანოდ.

როგორც რიაბკოვმა აღნიშნა, ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური მაშინ, როდესაც ნატო-ს პოლიტიკა ამ პოსტულატს მკვეთრად ეწინააღმდეგება.

ამიტომ ნატო-შემდგომი გაფართოება არ უნდა მოხდეს. მცდელობა, წარმოაჩინონ საკითხი ისე, თითქოს რუსეთს აქ ვეტოს უფლება არ აქვს, არის მცდელობები შეუფერებელი საშუალებებით. ჩვენ დავრჩებით ჩვენს პოზიციაზე. თუ ოპონენტები წინააღმდეგი იქნებიან, დაინახავენ, რომ მათი უსაფრთხოება არ გაძლიერდება – შედეგები მათთვის მძიმე იქნება“, – აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.