სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: „მესამე ვადით გაპრეზიდენტებას არ ვაპირებ“

mikhael_saakashროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „მესამე ვადით გაპრეზიდენტებას არ აპირებს, რადგან ეს ქვეყნის ძირითად კანონს – კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება“.

რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „მე პუტინივით ბევრი მიზეზის გამო ვერ ვიქნები. ჩვენ სხვა ქვეყანა და სხვა სიტუაცია გვაქვს. ჩემს გარემოცვაში ეს საკითხი ახლა არ განიხილება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რა იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი 6 თვის, ერთი და ორი წლის, მაგრამ არა – 3-4-5 წლის შემდეგ“, – განაცხადა სააკაშვილმა.