აქტუალური
დღეს, 24 მაისს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და მსოფლიო ბანკი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ატარებენ შეხვედრას, რომელზეც განიხილება საქართველოს სტატისტიკის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია.
შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია სტატისტიკის ეროვნული სტრატეგიის პროექტის განხილვა და სტატისტიკის განვითარების ძირითადი პრიორიტეტების გამოვლენა.მსოფლიო ბანკის სატრასტო ფონდის მხარდაჭერით მზადდება სტატისტიკის ეროვნული სტრატეგია, რომელიც დაეხმარება საქსტატს საკუთარი ფუნქციების წარმატებით განხორციელებასა და საქართველოს სტატისტიკური სისტემის განვითარებაში.
სტრატეგია მზადდება საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე და მოიცავს 2011-2014 წლებს. სტრატეგია შედგება რამდენიმე ნაწილისაგან: სტატისტიკის სფეროში არსებული სიტუაციის შეფასება; პირადი გამოწვევები; პრიორიტეტებზე დაფუძნებული დეტალური სამუშაო პროგრამა.