საზოგადოება
საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
„ახლახან მქონდა კარგი და გამომაფხიზლებელი შეხვედრა ჩვენი კარგი მოკავშირის – საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა. საქართველოს 1/3 რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, – წერს კინზინგერი „ტვიტერზე“.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ირაკლი ბერაია, ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.