პოლიტიკა
მანანა მანჯგალაძე: „სამხედრო აღლუმი დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას გაიმართება“

mancho_manjgეს განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. აქვე მან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციაც გაახმიანა. მისი თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის დაცული, თუმცა არავის აქვს უფლება, შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციას, ჯარსა და ჟურნალისტებს.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ წესებს, რომელთა ფარგლებშიც ჩვენი საზოგადოების ცალკეულ ჯგუფს ეძლევა საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს წესები ზედმიწევნით იქნება დაცული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძემ მედიის წარმომადგენლებს აუწყა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთში ვიზიტი დაასრულა და ის უკვე თბილისშია.