აქტუალური
ხავიერ კოლომინა: საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ძალიან ნაყოფიერად და ინტენსიურად მიმდინარეობს

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია და ამას ბევრი მიზეზი აქვს, – ეს განცხადება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ „საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო სამი ასპირანტი ქვეყნიდან არის ერთ-ერთი, რომელმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-ს ოპერაციებში. ამასთან, აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ძალიან ნაყოფიერად და ინტენსიურად მიმდინარეობს.

საქართველო ნატო-ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. საქართველო სამი ასპირანტი ქვეყნიდან არის ერთ-ერთი, რომელმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-ოპერაციებში და ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო გამოწვევა. პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან ბოლო თვეებში ძალიან ნაყოფიერად და ინტენსიურად მიმდინარეობს. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნატო-ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ასევე თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჩვენ ვმუშაობთ საქართველო-ნატო-კომისიის ჩარჩოში, რაც თავისთავად არის მნიშვნელოვანი, რადგან ნატო-მხოლოდ რამდენიმე პარტნიორს აქვს სპეციფიკური პლატფორმა ნატო-სთან თანამშრომლობისთვის. ამავე დროს, როგორც იცით, ნატო-სამხედრო კომიტეტი სტუმრობდა საქართველოს და მეც ოქტომბერში ვიმყოფებოდი საქართველოში. მე შესანიშნავი შეხვედრები მქონდა საქართველოს მთავრობის წევრებთან. მათ შორის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და პარლამენტში. პრაქტიკული თანამშრომლობა არის ფართო და აქტიური. არ არსებობს პარტნიორობისთვის გამიზნული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს არ აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, რომელსაც საქართველო ძალიან კარგად იყენებს. ეს ეხება როგორც განათლებას, ისე ტრენინგებს და ა.შ. საქართველო არის ნატო-ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.