უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 8 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 8 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 691-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 340 818 პირი დაინფიცირდა, 321 884 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

interpressnews.ge