უცხოეთი
საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 32 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9 833 749 -მდე გაიზარდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ით კიდევ 1184 პაციენტი დაიღუპა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 282 462 შეადგინა.
პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში კოვიდ 19-სგან 8 530 476 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.
interpressnews.ge