უცხოეთი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 16 ადამიანი

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 585 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 16 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 596 973 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 565 521 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7983 კი - გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით 4 593 286 მოქალაქეა აცრილი.

interpressnews.ge