პუბლიკაციები
სააკაშვილისათვის ჩემს მიერ დასმული ფსიქიატრიული დიაგნოზია - „სპეციფიკური პიროვნული აშლილობა“ - ირაკლი ზაქარეიშვილი

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. “ნიკოლოზ ყიფშიძე აშშ- ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ გადაბირებული იქნა 1982 წელს მოსკოვში, კრემლის კარდიოლოგიურ ცენტრად წოდებულ აკადემიკოს ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობის დროს!.. რუსეთიდან აშშ-ში გაყვანილი იქნა 1993 წელს!“, - წერს თავის Facebook-გვერდზე ადვოკატი, ანალიტიკოსი და ექსპერტი ირაკლი ზაქარეიშვილი (მეტი იხილეთ აქ).

ლომჯარიას "კონსილიუმის" მარიამ ჯიშკარიანმა, კოკაინშიკი სააკაშვილს ახალი დიაგნოზი გამოაცხო - "ნეიროლეპტიური სინდრომი." ჯიშკარიანის განცხადებით - "საქართველოს მთავრობამ სტრასბურგში უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას - თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები საკმაოდ მაღალი დოზებით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო გაიდლაინებით არ საჭიროებდა ამ პრეპარატების დანიშვნას და რამაც გამოიწვია ე.წ. ნეიროლეპტიური სინდრომი! რა არის "ნეიროლეპტიური სინდრომი" და რა იწვევს მის განვითარებას - წაიკითხეთ აქ.

„ნეიროლეპტიური სინდრომი“ უმეტეს შემთხვევაში ვითარდება ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღების პარალელურად კოკაინის ან/და ალკოჰოლის სისტემატიური მოხმარების შედეგად!“, - წერს ირაკლი ზაქარეიშვილი, - სააკაშვილისათვის ჩემს მიერ დასმული ფსიქიატრიული დიაგნოზია - "სპეციფიკური პიროვნული აშლილობა" (კოდი F60 - დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით, დაავადების მახასიათებლები შეგიძლიათ იხილოთ აქ).