საზოგადოება
კელი დეგნანი: საქართველოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელი ალიანსის ნაწილად ყოფნა სურს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელი ალიანსის ნაწილად ყოფნა სურს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ძალიან მკაფიო კომენტარები გააკეთეს. დეგნანის თქმით, გზავნილი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს ალიანსის წევრები გახდებიან, უცვლელია ბოლო 13 წლის განმავლობაში.

ნატო-გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გააკეთეს ძალიან მკაფიო კომენტარები მიმდინარე კვირას ნატო-საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. ეს არის გზავნილი, რომელიც უცვლელია ყოველწლიურად ბოლო 13 წლის განმავლობაში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ალიანსის წევრები. უცნაურია, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ამას ახლა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა თავად მოაწერა ხელი სტამბოლის კონვენციას 90-იან წლებში, რამაც მკაფიო გახადა, რომ ყველა შეთანხმდა, ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს და განსაზღვროს თავისი სამხედრო ალიანსები. საქართველოს ასევე აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ სამხედრო ორგანიზაციებში ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში სურს წევრობა.

ამჟამად უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების გათვალისწინებით ჩანს, რომ რეალური საფრთხე მომდინარეობს ჩრდილოეთიდან და არა ნატო-ალიანსიდან, რომელიც მუშაობს ევროპულ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშესაწყობად. ეს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელი ალიანსის ნაწილად ყოფნა სურს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.