სამართალი
ნიკა მელია: სახელმწიფო გადატრიალებას მეექვსეჯერ გვედავებიან - არც სასამართლოში, არც სუს-ის შენობაში არ მივალ, თავი უმტვრევიათ!

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდორმარის, ნიკა მელიას განცხადებით, ის გამოკითხვაზე არც სუს-ში და არც სასამართლოში არ მივა.

როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა მელიამ განაცხადა, მისი სუს-ის შენობაში მისვლა ზნეობრივი კომპრომისი იქნება. მელიას თქმითვე, ის გამოკითხვაზე სავარაუდოდ, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

ეს საქმე ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების სისხლის სამართლის საქმეს ეხება, რომელიც აღიძრა პირველ და მეორე ტურებს შორის და რომლის ფარგლებშიც 3 ადამიანია დაკავებული - ყოფილი პოლიციელები, არაფრის გამო, დღესაც არიან იქ, სადაც არ უნდა იყვნენ - ბიძინა ივანიშვილის საპატიმროში. არ ვიცი ახლა რა აქვთ ჩაფიქრებული.

უკანასკნელ ორ გადაცემაში, სადაც ჟურნალისტებთან ვიყავი და ინტერვიუ მივეცი, ვთქვი ის, რაც დამალული არ არის და საჯაროდ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. ჩვენ ვემზადებით შემდეგი არაძალადობრივი საპროტესტო აქციებისთვის, ვემზადებით, რომ რეჟიმის დასაყრდენი ბურჯები მაქსიმალურად დავასუსტოთ, არც დავმალე და აქაც გავიმეორებ, ვემზადებით პიკისთვის, ამ საპროტესტო აქციების. როგორც ჩანს, ეს მათ საინტერესოდ მიიჩნიეს და ამას ემსახურება ის შეტყობინება, რომელიც მივიღე.

სუს-ის დეპარტამენტის რომელიღაც ხელმძღვანელი უბრალოდ თვლის საჭიროდ და ასეთ „იშტაზე“ გაიღვიძა, რომ მე არაფრის გამო დამიბაროს სუს-ის შენობაში, მაპატიონ და ამ ფუფუნებას ნამდვილად ვერ დავუკმაყოფილებ. გამორიცხულია, ამ აბსურდულ, სამარცხვინო, ღისრებაშემლახველ უწყებას, რომელსაც რამდენიმე საათში, ან ხვალ, ან როცა იქნება, ხომ მოიტანენ, ნამდვილად არ ვუპასუხებ სუსი-შენობაში მისვლით. ბოლო წლების განმავლობაში მერამდენეჯერ საუბრობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, გამოვიდნენ და საჯაროდ ისაუბრონ, აქ არაფერი დასამალი არ არის, თუ ვიღაც სახელმწიფოს ატრიალებდა, უნდა გამოვიდნენ და ამასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრონ. იმაზეც ისაუბრონ, თუ რამ გამოიწვია ჩემი მათ უწყებაში დაბარების აუცილებლობა, იყოს ყველაფერი საჯარო. ისინი ვერ მიხილავენ მათ შენობაში. მე როგორც პოლიტიკოსი, მათ აბსოლუტურად არაკონსტიტუციურ, ღირსებაშემლახველ მოთხოვნას თუ ვაკმაყოფილებ, ნიშნავს, რომ ამ სტანდარტის დაწესებაში ხელს ვუწყობ“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფო გადატრიალებას ედავებოდნენ, თუმცა, ეს საქმე „თაროზეა შემოდებული“.

მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, საქართველოს მოქალაქე ამ სისულელეში მონაწილეობას არ მივიღებ და თუკი, რამე კითხვები აქვთ და პასუხი სჭირდებათ, გამოვიდნენ და სჯაროდ ისაუბრონ, მეც საჯაროდ გავცემ პასუხს.

ამ საქმის ფარგლებში არ ვაპირებ მათთან თანამშრომლობას, რადგან სახელმწიფო გადატრიალებას მეხუთეჯერ, თუ მეექვსეჯერ გვედავებიან. მანამდე მე პირადად მედავებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და თაროზე აქვთ შემოდებული 20 ივნისის საქმე. ის საქმე ვითომც გაქრა, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით როცა სახელმწიფო გედავება, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, ბოლო-ბოლო, თავმოყვარეობა გვაქვს ყველას, თუ ვინმე ატრიალებს სახელმწიფოს დღენიადაგ, ეს არის „ქართული ოცნება“. ახლა ახალი სისულელე მოიფიქრეს.... არ შეიძლება ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა, ჩემთვის ახლა სუს-ის შენობაში გამოცხადება ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა იქნება, და რატომ უნდა მივიდე?

არც სასამართლოში, არც სუს-ის შენობაში, ამ საქმის ფარგლებში არ მოხდება მისვლა, არ დავიმცირებთ თავს, არ ვთანამშრომლობ, მორჩა, გათავდა, თავი უმტვრევიათ!“, - განაცხადა მელიამ.