სამართალი
ნედ პრაისი: ენტონი ბლინკენმა მოკავშირეებს უკრაინიდან, საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირიდან დაუდასტურა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოკავშირეებს უკრაინიდან, საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირიდან დაუდასტურა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი სოციალურ ქსელში წერს.

სახელმწიფო მდივანი შეხვდა ჩვენს პარტნიორებს უკრაინიდან, საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირიდან ნატო-საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეორე დღეს. მან ჩვენს მოკავშირეებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს ნედ პრაისი „ტვიტერში“.