პოლიტიკა
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მომხრეა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და უკრაინის მისწრაფებებს

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მომხრეა.

მევლუთ ჩავუშოღლუს მედიის წარმომადგენლებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

მე არ გავაკეთებ კომენტარს სხვა კოლეგის განცხადებაზე, მაგრამ შემიძლია, ამ საკითხზე თურქეთის პოზიცია გითხრათ. თურქეთი მომხრეა ნატო-ღია კარის პოლიტიკის და ევროკავშირის ღია პოლიტიკის ნებისმიერი ქვეყნის წევრობის მიუხედავად. თურქეთი მხარს უჭერს გაფართოებას“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

რაც შეეხება შეკითხვას, არ არის დრო, საქართველო იყოს ნატო-ს წევრი, ჩავუშოღლუს განმარტებით, ჟურნალისტებმა ეს უნდა ჰკითხონ ალიანსის დასავლელ მოკავშირეებს.

თურქეთის პოზიცია ამაზე ძალიან მკაფიოა. ტრადიციული ნატო-მინისტერიალი იყო ორ ასპირანტთან, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრით. მე კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გავუსვი ხაზი თურქეთის პოზიციას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ორი ქვეყნის მისწრაფებებს“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია. მისივე თქმით, ცეცხლს ეთამაშება ის, ვინც მუდმივად იმეორებს ბუქარესტის თეზისს და ამტკიცებს, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხებში მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია.