აქტუალური
გიული ალასანია: პრეზიდენტმა რომ დაივარცხნოს, არამიზნობრივია? ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, აბა, ფეხით უნდა იაროს, თუ თავისი ხელფასით გადაიხადოს ეს ყველაფერი

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა რომ დაივარცხნოს, არამიზნობრივია? ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, როცა საჭიროა, აბა, ფეხით უნდა იაროს, თუ თავისი ხელფასით უნდა იხადოს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეები სასაცილოა.

ძალიან სასაცილო საქმეა ჩემი აზრით და ვნახოთ, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, ჰქონდეს რაღაც ფონდი, რომელსაც ახმარს ამ საქმიანობად, ფაქტიურად რაზეა ლაპარაკი, კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის მიტანილი ყვავილები, ასეთ რაღაცებზე არის საქმე აღძრული და რა უნდა ილაპარაკო ამაზე. ყველა საქმე არის არის შეთითხნილი. ჩემი აზრი ეს არის და დანარჩენი ვნახოთ, რა იქნება. დღესაც იქნება მოსმენა, იმედია, მოვა ჩემი შვილი და გასცემს პასუხებს, ილაპარაკებს ყველაფერზე, მაგრამ ძალიან კომიკურია თავისთავად მთელი ეს საქმე. რომელია არამიზნობრივად დახარჯული, ვაცლავ ჰაველს რომ თაიგული მიუტანა, კაჩინსკის თუ რომელი იყო იქ არამიზნობრივი, გეკითხებით. უკაცრავად და რომ დაივარცხნოს ადამიანმა, პრეზიდენტმა, რომელიც შეხვედრაზე მიდის, ეს რა არამიზნობრივია? თუ ასე უნდა იყოს. ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, როცა საჭიროა, აბა როგორ, ფეხით უნდა იაროს, თუ როგორ არის, თუ თავისი ხელფასით უნდა იხადოს ეს ყველაფერი. სამართლიანობა ოდნავ თუ არსებობს, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ. მე ასეთი მოლოდინი მაქვს, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი ყირაზეა“, – განაცხადა ალასანიამ.