პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – მესამე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №3, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, 2011 წლის 23 მაისი, თბილისი

akcia_tel1515:30. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქციის მხარდამჭერთა რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს. სცენაზე ჯერჯერობით არ გამოჩენილან აქციის ორგანიზატორები და ლიდერები. სიტყვით თავად აქციის მონაწილეები გამოვიდნენ, რომლებიც სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდნენ.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველების მიერ რამდენიმე დღის წინათ დაკავებული „ქართული პარტიის“ წევრ შოთა იამანიძის ბებია დააკავეს. „კრების“ წარმომადგენელმა, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა გია კობახიძემ კი კრების რამდენიმე მხარდამჭერის, მათ შორის, მისი ბიძაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორსა და დაკავებებზე ისაუბრა.

აქციის მონაწილეებს კრების თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილმაც მიმართა, თუმცა დაანონსებული მთავარი გეგმის ნაწილი და მრავლისმთქმელი განცხადებები ლიდერების მხრიდან ჯერჯერობით არ გაკეთებულა.