შსს მოუწოდებს „არამომიტინგეებს“, მოერიდონ აქციის ადგილზე მისვლას
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ მონაწილეობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში, თავი შეიკავონ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვადასხვა ინციდენტის ფაქტები.
„სამინისტროს სახელით მინდა, მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომელიც არ არის მიტინგის მონაწილე, თავი შეიკავოს ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, რათა თავიდან ავიცილოთ ინციდენტები. მიტინგის მონაწილეებს, თავისთავად, აქვთ უფლება, მიტინგზე მივიდნენ. ასევე, მინდა, ვთხოვო ავტოსანტრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, მოერიდონ ამ ადგილას მოძრაობას“, – განაცხადა შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.