აქტუალური
რეალური ინვესტიციები არ შემოსულა და სწორედ ამიტომ არ აქვეყნებენ ამ მონაცემებს. ამის შესახებ საქინფორმს ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი ესაუბრა. ეკონომიკური სფეროს ანალიტიკოს ვახტანგ გზირიშვილის თქმით კი, ბიზნესისთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ გადავხედავთ უახლოესი წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ცოტა პარადოქსულ სურათს მივიღებთ. 2003 და 2007 წლებში ყველაზე მასშტაბური აქციები იყო ქვეყანაში. არადა, ყველაზე ბევრი ინვესტიცია სწორედ ამ წლებში შემოვიდა საქართველოში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდაც ამ წლებში დაფიქსირდა.
შარშან აქციები არ ყოფილა, მაგრამ მხოლოდ 538 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.