საზოგადოება
რუსეთში ბიზნესმენი ალქსანდრე ებრალიძე დააკავეს

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. სანქტ–პეტერბურგის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეკონომიკური უშიშროების სამსახურმა ცნობილი მეწარმე, მეცენატი ალქსანდრე ებრალიძე გაფლანგვის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავა, იუწყება РИА Новости.

ადგილობრივ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე „კონსტანს –ბანკიდან“ 2016 წელს დაახლოებით 3 მლნ რუბლის დაკარგვის შემდეგ აღიძრა, მაშინ ბანკის ძირითადი მფლობელი ებრალიძე იყო. მაშინ ებრალიძემ თავად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს თხოვნით, ეპოვათ უცნობი პირები, რომლებმაც თანხა მიიტაცეს. შემოწმების შემდეგ ბანკის ლიცენზია გაუქმდა.

ებრალიძე ცნობილია, როგორც კომპანია „თალიონის“ დამფუძნებელი. ასევე დააარსა „საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესი“, რომელიც ისტორიული სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს. 2009 წელს მან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.

ამას გარდა, ებრალიძე სანქტ–პეტერბურგის იურიდიული აკადემიის სამიდან ერთ–ერთი დამფუნებელია. არის სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტის, მაგალითად, პეტრე ბაგრატიონის ქანდაკების პეტერბურგის ცენტრში დადგმის სპონსორი. 2006 წელს ებრალიძემ სახელმწიფო ერმიტაჟს XIX საუკუნის დასაწყისის რუსი მეჩუქურთმეების ორი უნიკალური ნამუშევარი გადასცა.