პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ოპოზიციის წევრებმა ბიუროს სხდომაზე მოქმედ საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცდილობს ახალი საკრებულოს შეკრებამდე მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია და პროტესტის ნიშნად მაგიდაზე ავიდა.