პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „ეს იყო აშშ-ის პირველი დარტყმა პრეზიდენტ სააკაშვილზე!“

arnoxidსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმის" გენერალური დირექტორისა და მთავარი რედაქტორის -არნო ხიდირბეგიშვილის, ინტერვიუ ყოველკვირეულ გაზეთ "ასავალ-დასავალს" (№21, 2011 წლის 23-29 მაისი).

გასულ კვირას საქინფორმის საიტზე ცნობილი ქართველი რეჟისორის – რობერტ სტურუას, ინტერვიუ გამოჩნდა. „სომეხია და რა ვქნათ?“ – მიხეილ სააკაშვილზე ქართველი რეჟისორის მიერ ნათქვამმა ამ ფრაზამ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ნაციონალებში და აჟიოტაჟი – საზოგადოებაში. სწორედ ამ თემაზე ვესაუბრებით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალურ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს არნო ხიდირბეგიშვილს.

ბატონო არნო, რით ახსნით იმ ფაქტს, რომ რობიკო სტურუას საქინფორმისათვის მიცემული ინტერვიუ გასული კვირის ლამის მთავარ მოვლენად იქცა და ამდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია? 

– გენიალური რეჟისორის ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც მან საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საკუთარ კორესპონდენტს მისცა, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო, მაგრამ არავითარ განსაკუთრებულ აღმოჩენას არ შეიცავდა! მიუხედავად ამისა, საქართველოში ის ლამის „ვიკილიქსის“ დონის სენსაციად იქცა, საზოგადოებაში უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია და პირდაპირ „ააფეთქა“ ქართული მედიასივრცე: „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“, „მაესტრომ“ და სხვა ტელეკომპანიებმა მას ყველაზე ძვირადღირებული საეთერო დრო და კარგა მოზრდილი სიუჟეტები მიუძღვნეს, გაზეთებმა და ჟურნალებმა კი – პუბლიკაციები და ინტერვიუები. ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც იღებენ ინტერვიუს ინტერვიუს შესახებ...

მე რაც შემეხება, კომენტარზე უარი ვთქვი და მხოლოდ „ასავალ-დასავალს“, რომელიც ჩემთვის ჟურნალისტური „ალმა-მატერია“, როგორც ყოველთვის, სიხარულით ვესაუბრები.arnoxid2

დიახ, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება... საქართველოში ბევრი რამ ხდება, სახალხო კრება და დანარჩენი ოპოზიცია აქტიურად მოქმედებენ, ქვეყნის გარეთაც დაძაბული ვითარებაა, და ამ დროს თეატრის რეჟისორის, თუნდაც, გენიალურის, უაღრესად გულახდილი ინტერვიუ ამ ყველაფერს გადაფარავს... ამავე დროს, გაუგებარია რატომ გაისმის ბრალდებები საქინფორმის და პირადად თქვენი მისამართით. რით ახსნით ამას? 

– „ვარდების რევოლუციიდან“ დაწყებული, ყოველთვის ვამბობდი, რომ მიშას ვარდი მხოლოდ დარდია! იგივე ეხება ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო „რიჩარდ მესამეს“ დამდგმელ რეჟისორს, რომელმაც ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე თქვა მასზე სიმართლე, იმ დროს, როცა ქართველი ინტელიგენციიდან ბევრი ტაშს უკრავდა, მათ შორის, თავად რიჩარდ მესამე – თანამედროვეობის გამოჩენილი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე! გაიხსენეთ: მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის სასახლეში მან ჯერ ხოტბა შეასხა ჭკვიან ახალგაზრდა ლამაზ სააკაშვილს, მერე კი მეუღლესთან ერთად მონაწილეობა მიიღო კლიპის გადაღებაში სიმღერაზე რა ლამაზად თენდება!, რაც, პრაქტიკულად, ვარდების გადატრიალების პრეზენტაცია აღმოჩნდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის ლეგალიზაციაში. და ის, რომ მიშა სომეხია, ასევე, არ არის ახალი ამბავი, სტურუამდე ეს ბევრმა თქვა...

სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ გკითხავთ ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა?!. გაქვთ თქვენი ვარაუდი?.. როგორც ჩანს, ამ ინტერვიუს ასეთი თავბრუდამხვევი წარმატება თქვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა...

ეს იყო აშშ-ის პირველი დარტყმა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ! განვმარტავ: საქმე ის არის, რომ ამერიკა უკვე შეუდგა ხელისუფლებიდან პრეზიდენტ სააკაშვილის თანდათან ჩამოშორებას, და ამ მომენტში ვაშინგტონელ პოლიტტექნოლოგებს სწორედ დროულად ჩაუვარდათ ხელთ ჩვენი ინტერვიუ ბატონ რობიკოსთან.

ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ საკმარისად შეისწავლა ქართული მენტალიტეტი და იცის, რომ საქართველოში ყველაზე დიდი კომპრომატი ვიღაცის პედერასტად მონათვლა იყო, გარკვეულ წრეებში კი სომხადაც. საქართველოში აშშ-ის შემოსვლის შემდეგ პედერასტობა ცოდვა კი არა, ღირსება გახდა. რაც შეეხება სომეხს, იგივე მოხდა, რაც აშშ-ში ზანგებთან დაკავშირებით მათ აფროამერიკელები ეწოდათ, მაგრამ გარკვეული წრეებისთვის ისეთივე შავებად დარჩნენ... 

ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ეს კარგად იციან, ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ მიშამ ყველა ეროვნული განსხვავება წაშალა, როდესაც ჟვანია ზედმეტი გახდა და მისი მოშორება იყო საჭირო, მათ სწორედ ეს, საქართველოში მარად წაუგებელი „შავი პიარი“ გამოიყენეს – სომეხი, ანტონიანი! – და მართალი აღმოჩნდნენ: ჟვანია სომეხი რომ არ ყოფილიყო, მისი სიკვდილი ზოგ-ზოგიერთებს ასე არ შერჩებოდათ და მას მეორე დღესვე არ დაივიწყებდნენ, ხოლო მისი მოღალატე მეგობრები შვებით არ ამოისუნთქავდნენ (ზურაბს ნამდვილი მეგობრები არ ჰყოლია, საკუთარი ოჯახის გარდა...).

დღეს კი ხელისუფლებიდან თანდათან მიშაა მოსაშორებელი – და აი, საქინფორმში გამოჩნდა ინტერვიუ არცთუ მრავალთაგან ერთ-ერთი ადამიანისა, მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს სავიზიტო ბარათს რომ წარმოადგენს, რომელიც სააკაშვილს სომეხს ეძახის, რითაც საბოლოოდ „ასვამს ბეჭედს“ ამ საკითხს: განა ლენგლიში ამგვარ საჩუქარს ხელიდან გაუშვებდნენ?!

მსწრაფლ აფრინეს ინსტრუქცია გიგა ბოკერიასთან: „ტელეკომპანია „იმედმა“ სასწრაფოდ გააპიაროს!“ რაც გაკეთდა კიდეც (თუმცა უაღრესად დაბალ დონეზე). იმედსა“ და სხვა ტელეარხებზე მთელი სიუჟეტის განმავლობაში ერთი სიტყვითაც კი არ უარყოფენ, რომ მიშა სომეხია, არამედ გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში სომხობა ცოდვა აღარ არის, რითაც ირიბად კიდევ ერთხელ ადასტურებენ სააკაშვილის სომხურ წარმოშობას! 

აი, ასე გამოიყენეს პროფესიონალებმა ცე-ერ-უ-დან ანტიამერიკული პუბლიკაცია საკუთარი მიზნებისთვის (ისწავლეთ, „იმედის“ ჟურნალისტებო, რათა, როცა უსამსახუროდ დარჩებით, სამუშაოდ საქინფორმში მიგიღონ).

აი, რა იყო ის მთავარი, რამაც ეს ინტერვიუ სენსაციად გადააქცია, საბჭოთა კავშირის ნოსტალგია კი მხოლოდ და მხოლოდ თეატრალური დეკორაციაა! ეს იმიტომ, რომ გუშინაც, დღესაც და 1000 წლის შემდეგაც სტურუას ერთი სიტყვა სააკაშვილის და ერთად აღებული ყველა ქართველი პოლიტიკოსის მილიონ სიტყვას გადასწონის. უფრო მეტიც, მთელი ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, უკრაინელებს, ქურთებს, ებრაელებს, ბერძნებს, ასირიელებს ერთსულოვანია იმაში, რომ საქართველოში პრეზიდენტი ქართველი უნდა იყოს! 

და ნურავინ დადებს თავს „რომის პაპზე მეტ კათოლიკობაზე“ – მამაჩემის და, საერთოდ, ჩვენი ოჯახის უახლოეს მეგობარსა და ხშირ სტუმარს – სერგო ფარაჯანოვს, ფრიად გესლიანი იუმორი ჰქონდა. მისთვის ავტორიტეტები და ტაბუდადებული თემები არ არსებობდა – შეეძლო, ნებისმიერისთვის დაეცინა, რასაც გამუდმებით აკეთებდა და ჰქონდა კიდეც ამის უფლება! მაგრამ სერჟიკი იშვიათად თუ მეგობრობდა ისე ვინმესთან და იმგვარად ეთაყვანებოდა (არ შევუშინდები ამ სიტყვას), როგორც რობიკო სტურუას. ვგონებ, მამაჩემის, ტარკოვსკის, ვისოცკის, დოდო აბაშიძის გარდა, რომლებიც ჩვენთან სახლში მოჰყავდა ხოლმე, ვინმეს დასახელება გამიჭირდება... ის რიჩარდ მესამ, კავკასიური ცარცის წრის ყველა სპექტაკლზე დადიოდა, პირველ რიგში ჯდებოდა და გამუდმებით მაქეზებდა, მეც ასევე მოვქცეულიყავი!.. 

აი, ნამდვილი ქართველი და სომეხი, და არა გიორგი არველაძე და გრიშა ბაიბურთი: პირველმა, არველაძემ („იმედის“ ახლანდელმა შეფმა), კულუარული ინფორმაციით, საქართველოში პირველი საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ ლიკვიდაცია მოახდინა, რათა 2006 წლის 10 აგვისტოს აუქციონზე გაეტანა და საკუთარი ინკოგნიტო პარტნიორებისთვის 5 მილიონ 50 ათას დოლარად მიეყიდა საქინფორმის კუთვნილი პრესტიჟული შენობა თბილისის ცენტრში (რუსთაველის გამზირი #42). თავის მხრივ, მათაც გარკვეული ხნის შემდეგ 10 მილიონ დოლარად გაყიდეს შენობა, და ისევ – თავისიანებზე.

მეორემ, გრიშკა ბაიბურთმა, 2007 წლის 10 აგვისტოს, დილის 4 საათზე, ბარბაროსულად გამოყარა საკუთარი ოფისებიდან – კოსტავას #14-ში განლაგებული გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან – 80 გაზეთისა და ჟურნალის, მათ შორის, ასავალ-დასავალის“, რედაქციები, და კიდევ ათამდე გამომცემლობა და ტიპოგრაფია. და მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ცენტრში (საქინფორმის ყოფილი შენობიდან ორიოდე ნაბიჯში) მდებარე შენობის გაყიდვა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, მედიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისთვის გრიშკა-თვითმარქვია ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს!

დიახ, თქვენთვის, როგორც ჟურნალისტის და ამ მოვლენების მონაწილისათვის, ალბათ, ძნელია ამის პატიება და დავიწყება... მახსოვს, როგორი ტრაგედია იყო ჩვენთვის, როცა მთავარი რედაქტორის მიერ საკუთარი ხელით რუდუნებით შექმნილ ასავალ-დასავალის ოფისს, უიშვიათეს ბიბლიოთეკას და აპარატურას სააკაშვილის ლაქიები აჩანაგებდნენ და ქუჩაში ყრიდნენ. მთავარ რედაქტორს, ბატონ ლაშასაც კი, არ მისცეს უფლება, საკუთარ რედაქციაში შესულიყო და ნივთები მშვიდად ჩაელაგებინა. თქვენ მაშინ მთავარი რედაქტორის მოადგილე იყავით და მახსოვს, როგორ ჩაიცვით სტალინის კიტელი, მარჯვენა ხელში გენერალისიმუსის ბიუსტი დაიჭირეთ, მარცხენაში სააკაშვილის პორტრეტი და ცენტრალური პროსპექტი გადაკეტეთ... 

ერთადერთი, რაც უპატიებელია, ეს არის პროვინციალიზმი და პროფესიონალიზმის არარსებობა! სწორედ ამან დაღუპა საქართველო! მოკლული პატარკაციშვილისათვის წართმეული ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც დღეს არველაძე უდგას სათავეში და რომელიც ხელისუფლების ჯიბის ტელევიზია გახდა, დღეს მთელ „ჭუჭყიან სამზარეულოს“ ახორციელებს, მაგალითად, ავანტიურულ პროექტებს რუსეთის ვითომდა ახალი შემოჭრის შესახებ. მაგრამ ის უარესად მუშაობს, ვიდრე მეწაღე ხაჩიკა, ეს კი ერთდროულად სასაცილო და სამწუხაროა.

სასაცილოა, როცა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური აგენტები, რომლებიც მორჩილად ასრულებენ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოზე მიმაგრებული ამერიკელი ინსტრუქტორების – მზვერავებისა და პოლიტტექნოლოგების – მითითებებს, მე, პუბლიცისტს და ცნობილ ჟურნალისტს, „რუსული დაზვერვის აგენტს“ მიწოდებენ ან „მსხვერპლის სინდრომით შეპყრობილად“ მნათლავენ, რომელიც ყველა სტატიაში ოკუპანტ ქვეყანას განადიდებს! როგორი არაადეკვატური უნდა იყო, რომ აგენტი უწოდო ადამიანს, რომელიც ყოველთვის ღიად და მწვავედ აკრიტიკებს ამჟამინდელ ხელისუფლებას და მის ვაშინგტონელ პატრონებს, და, ამავე დროს, იქვე აღიარო, რომ ის ამას აკეთებს სახალხოდ – თავის პუბლიკაციებში ინტერნეტსა და პრესაში!

აიღონ ხუთი წლის წინანდელი „ასავალ-დასავალი“, დეტექტივები ან, უკიდურეს შემთხვევაში, წაიკითხონ იდიოტური კანონი „ლუსტრაციის შესახებ“, სადაც წერია, რა არის აგენტი, კონფიდენტი, კადრის მზვერავი, მოქმედი რეზერვის ოფიცერი და ა.შ.

მაგრამ იმედში დოქსოპულოს ღირსეული გამგრძელებლები მუშაობენ: 37 წელს სწორედ სეთები ასვამდნენ ადამიანებს ხალხის მტრის დაღს, შემდეგ კი ხვრეტდნენ მათ! სწორედ ასეთებს ელანდებოდათ ყველგან კრემლის აგენტები, რითაც ბედკრული პირველი პრეზიდენტი კუთხეში მოიმწყვდიეს და მოკლეს! საეჭვოა, ვინმემ, ვინც მიცნობს, იცნობს ჩემს ნაშრომებს, მეგობრებს, ცხოვრების სტილს, რომელშიც სიყვარული ჭარბობს, თქვას, რომ მსხვერპლის სინდრომით ვარ შეპყრობილი, მაგრამ მხოლოდ აბორტის მსხვერპლს თუ მოელანდება, რომ სტურუასა და ჩემთვის სამშობლო სოციალისტურ ინტერნაციონალთან ასოცირდება! 

მათთვის კი სამშობლო და „ნაცმოძრაობა“ მართლაც ერთი და იგივეა! მადლობელი ვარ, რომ სტურუას შემადარეთ, მადლობელი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცით საბაბი, მეთქვა:

საქართველოსა და რუსეთის მეგობრობას ალტერნატივა არ აქვს, ქართველ ხალხს არ ჰყავდა და არც ეყოლება რუს ხალხზე უფრო ახლობელი ხალხი, რუსეთი და საქართველო მალე ძმობასა და მეგობრობაში იცხოვრებენ, როგორც ადრე, და ყველა პრობლემა მოგვარდება! 

სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მათ, ელემენტარულად, ქართულად კითხვა არ იციან და არნოს ნაცვლად არნიდ მიხსენიებენ, ისევე, როგორც აქუბარდია, რომელიც ეთერში ხიდირბეგაშვილს მიწოდებს, ხიდირბეგიშვილის ნაცვლად. თუმცა ტელეკომპანია „იმედმა“ პროვინციალიზმითა და არაპროფესიონალიზმით დღეს ტელეკომპანია „კავკასიასაც“ კი აჯობა! ქართველები რომ ყოფილიყვნენ, ეცოდინებოდათ, რომ სახელისა და გვარის შეგნებულად დამახინჯება ისეთივე შეურაცხყოფაა, როგორიც დედის გინება.

ბატონო არნო, რას აპირებთ, ნუთუ ამ ბრალდებებს აპატიებთ და ყველაფერი შერჩებათ, სასამართლოში სარჩელს შეიტანთ თუ არა?

– დიახ, სარჩელის შეტანას ვაპირებ, მაგრამ მე, როგორც ჟურნალისტური კოლექტივის ხელმძღვანელი, თითოეულ ჩემს თანამშრომელზეც ვაგებ პასუხს, ამიტომ დღეს, ქართული პრესის ლიდერისა და საქართველოს უახლესი ისტორიის ცოცხალი მემატიანის – „ასავალ-დასავალის“ – ფურცლებიდან საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის სახელითა და დავალებით მივმართავ საქართველოში აშშ-ის ელჩს, ბატონ ჯონ ბასს:

საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების პატრიოტულად განწყობილი თანამშრომლებისგან – საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მუდმივი მკითხველებისგან – მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩვენი ჟურნალისტებისა და ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციები მზადდება. „იმედის“ ზემოთ ხსენებული ტელესიუჟეტის (2011 წლის 19 მაისი, „ქრონიკა“ 20 საათზე) ავტორებმა და დამკვეთებმა, რომლებმაც საქინფორმი – საქართველოს პრორუსული პრესის ლიდერად, ხოლო მთელი ჩვენი ჟურნალისტური კოლექტივი რუსეთის ინტერესებისათვის მომუშავე სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს, საგანგებოდ შექმნეს ფონი, რათა შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩვენი ჟურნალისტებისთვის პროვოცირებული ქუჩის ინციდენტი ან ჩემთვის, მთავარი რედაქტორისათვის, მოწყობილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა აღქმული იქნეს როგორც მოსახლეობის სიძულვილი ოკუპანტების მსახურთა მიმართ! რის შემდეგაც დააკავებენ „დამნაშავეს“, რომელიც, სავარაუდოდ, ოპოზიციის წარმომადგენელი აღმოჩნდება, რითაც ბარემ ოპოზიციაც დისკრედიტებული იქნება. „დამნაშავეს“, ანუ უშუალო შემსრულებელს, ამ ბინძური ოპერაციისთვის სისხლის სამართლის სხვა დანაშაულს აპატიებენ, რომელიც ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება.

ვაფრთხილებთ აშშ-ის საელჩოს, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა, რომ მედიის თავისუფლება და ჟურნალისტის ხელშეუხებლობა საქართველოში დემოკრატიის მთავარი მაჩვენებელია: ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისას (ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის ან მისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის) პასუხისმგებლობა სრულად და მთლიანად დაეკისრება როგორც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ისე მის ამერიკელ კონსულტანტ-კურატორებს!

 

http://asavali.ge/