უცხოეთი
პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. საქმე ეხება პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონოდ კვეთას.

ინფორმაციას "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

"21 ნოემბერს პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის 346 ფაქტი დაფიქსირდა. სასაზღვრო სამსახურმა 58 პირს პოლონეთის ტერიტორია დაატოვებინა. საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის სამი პირია დაკავებული, სირიის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე", – ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

marneulifm.ge