უცხოეთი
საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 30 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 308-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 334 347 პირი დაინფიცირდა, 307 484 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.
interpressnews.ge