უცხოეთი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 825 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 33 ადამიანი

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანში, გასული დღე - ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 825 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 33 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 574 799 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 539 494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 657 კი - გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 45.3 %-ს აქვს მიღებული.

interpressnews.ge