პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ცუკერბერგი - საქართველოს წინააღმდეგ?!

   „სააკაშვილის დაბრუნებიდან და დაკავებიდან მთელი 50 დღე, მე ონლაინ-რეჟიმში ქართულად ვაკეთებდი კომენტარს ამასთან დაკავშირებულ მოვლენებზე და ვაკეთებდი პროგნოზებს. ამისთვის ორი ექაუნთი - ჩემი პირადი Arno Khidirbegishvili და Грузинформ (საქინფორმი), ასევე ჩვენი ორი გვერდი 30 დღით დაიბლოკა, ხოლო სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მისამართით კრიტიკული პუბლიკაციების უმეტესობა წაიშალა. საქმე ისაა, რომ Facebook-ის ქართული კონტენტის ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია და ხელმძღვანელობს "ლეგენდარული" თამარ კინწურაშვილი, რომელმაც სააკაშვილს ინტიმური ურთიერთობა ასწავლა, და რომელიც მიშამ საქართველოს საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლის ბორდის თავმჯდომარედ დანიშნა მისი "პროფესიონალიზმის" გამო (როდესაც თანამშრომლებმა მას ეთერის პრობლემების შესახებ შეატყობინეს, ის ეთერის სამსახურიდან გათავისუფლებით დამუქრა…). დღეს, Mark Elliot Zuckerberg-ის კომპანიაში მუშაობის გარდა, ის ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდს“ (MDF). ასევე, ქართული კონტენტის ცენზორთა ჯგუფში შედიან მისი შვილობილი არასამთავრობო ორგანიზაციის - საქართველოს რეფორმების ასოციაციისპლატფორმა ფაქტ-მეტრის (factcheck.ge GRASS) თანამშრომლები. ნახეთ ორგანიზაციები, რომლებიც მას მხარს უჭერენ - ნიდერლანდების სამეფო საელჩო საქართველოში, National Endowment for Democracy (NED), German Marshall Fund (GMF), European Endowment for Democracy, აშშ- საელჩო საქართველოში, USAID.

ამავე დროს, Facebook -ზე ხელშეუხებელია სააკაშვილის მხარდამჭერთა, მაგალითად, მისი ტელეკომპანიების - მთავარი არხის“, პირველისა“ და ფორმულას“ ხელმძღვანელებისა და ტელეწამყვანების რესურსები, რომლებიც წარმოუდგენლად უხამსი სიტყვებით ლანძღავენ ყველას, ვინც მიშას მხარს არ უჭერს, ანუ თითქმის მთელ საქართველოს. აი ასეთიდემოკრატია“, „სიტყვის თავისუფლებადაჟურნალისტიკის ხელშეუხებლობა“, ასეთიდასავლური ღირებულებებიდა ორმაგი სტანდარტები სუფევს Facebook -ზე, როცა თვით სოციალური ქსელებიც კი - ანგაჟირებული, დაკავებული, პოლიტიზებული, შემკვეთისთვის მომუშავე პროპაგანდისტები არიან! თუმცა, როდესაც ვით აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის გვერდებ შლ, რაღაზე შეიძლება საუბარი?!

   სააკაშვილის მომხრეები ნეოფაშისტები არიან, ხოლო ფაშიზმი, ინკვიზიციის მსგავსად, მსოფლიოს აჩუქა „განმანათლებელმა“ ევროპამ, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით. როცა სააკაშვილის რეჟიმი კლავდა და აუპატიურებდა ქართველ ხალხს, ევროპასა და აშშ-ს ხმა არ ამოუღიათ - ჩუმად გვხოცეს და საკაშისტებს ახლაც იგივეს გამეორება უნდათ. გაიმეორებენ კიდეც, თუ დროულად არ მიეცემიან პასუხისგებაში!“, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის ახალ Facebook-გვერდზე.