პუბლიკაციები
ერდოღანს გადასცეს „თურქული სამყაროს“ რუკა რუსეთის ტერიტორიის ნახევრით

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ნაციონალური მოძრაობის პარტიის (NMP) ლიდერმა დევლეთ ბაჩელიმ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეთაიერდოღანს "თურქული სამყაროს" რუკა გადასცა, რომელიც, ციმბირის ჩათვლით, რუსეთის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. ფოტო, სადაც ბაჰჩელი ერდოღანს რუქას წარუდგენს, პარტიის Twitter-ზე გამოქვეყნდა. მასზე, რუსეთის არაერთი რეგიონი, მათ შორის ციმბირი, აღინიშნება ყვითელი და ნარინჯისფერი ფერებით. ანკარას ამ რუკაზე არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.

ამავდროულად, ნარინჯისფერად მონიშნულია ბალკანეთის ნახევარკუნძულის ზოგიერთი ქვეყანა, ირანის ნაწილი, რუსეთის სამხრეთი რეგიონები, ასევე ციმბირის უმეტესი ნაწილი და მონღოლეთის დასავლეთი ნაწილი.

ყვითლად მონიშნულია ალტაი, იაკუტია და ჩინეთის სინძიანგ-უიგურის ავტონომიური რაიონი. გამოქვეყნებული ფოტოს წარწერა არ აზუსტებს, თუ რას ნიშნავს ეს ფერები.

ბაჰჩელი და ერდოღანი თურქეთის ლიდერს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ, იტყობინება Cumhuriyet. მათი შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა. მოლაპარაკების შემდეგ განცხადებები არ გაკეთებულა. შეხვედრის შემდეგ ბაჰჩელიმ სასახლე დატოვა და თავისი პარტიის შტაბ-ბინაში გაემგზავრა, წერს გაზეთი.

12 ნოემბერს სტამბლში გაიმართა თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (თურქული საბჭო) სამიტი, რომელმაც გადაწყვიტა, სახელწოდება შეეცვალა და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია აერქვა. გარდა ამისა, დამტკიცდა თურქული სამყაროს კონცეფცია 2040 წლამდე პერიოდისთვის. ორგანიზაციის შემადგენლობაში შედიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და უზბეკეთი, ხოლო თურქმენეთი და უნგრეთი დამკვირვებლების სახით მონაწილეობენ.