საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ვინც ახლა შიმშილობს. მას შეუძლია, შეწყვიტოს თავისი შიმშილობა და ეს აისახება მოშიმშილე ადამიანების ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი მათ შორის ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე.
„მიხეილ სააკაშვილს რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება, ამას გააკეთებდა, თუმცა მას ნულოვანი კაცობა, ღირსება აქვს. მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმებელი ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, განსაკუთრებით, ელენე ხოშტარია, რომლის ჯანმრთელობა არის სერიოზული რისკის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პირდაპირ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.