საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის მკაფიო მესიჯის გაგზავნა, რომ შეამციროს დაძაბულობა, იყოს გამჭვირვალე და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ესკალაცია უკრაინასთან და მის გარშემო, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან შექმნილ მდგომარეობას.
„ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინასთან რუსეთის სამხედრო მობილიზებას. ვხედავთ უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ძალების კონცენტრირებას უკრაინის საზღრებთან ახლოს. ეს გვინახავს ადრეც. ვფიქრობ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის მკაფიო მესიჯის გაგზავნა, რომ შეამციროს დაძაბულობა, იყოს გამჭვირვალე და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ესკალაცია უკრაინასთან და მის გარშემო. ნატო-ს წევრები აქტიურ მონიტორინგს გააგრძელებენ და უზრუნველყოფენ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინისთვის. ამასთან, ვაგზავნით მკაფიო მესიჯს, რომ ჩვენ გადავჭრით პრობლემებს და დავიცავთ ყველა მოკავშირეს რეგიონში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.