საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. განვიხილეთ ინიციატივა საქართველოში ახალი საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე. ჩვენ საქართველოს ეკოსისტემის დიდი მხარდამჭერები ვართ, – ამის შესახებ ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა იდეალური დროა საქართველოში ინვესტირებისთვის.
„განვიხილეთ ინიციატივა საქართველოში ახალი საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე. ჩვენ საქართველოს ეკოსისტემის დიდი მხარდამჭერები ვართ. დიდი ხანია, ვეძებდით შესაფერის ადგილს და მიგვაჩნია, რომ ახლა იდეალური დროა საქართველოში ინვესტირებისთვის, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ ახალ ქართულ სტარტაპებზე, რომლებსაც შეუძლიათ, გლობალურად გახდნენ კონკურენტუნარიანი“, – აღნიშნა ჯონათან თაუერმა.