საზოგადოება
„ქართული პარტია“ საპროტესტო აქციებს 25 მაისს იწყებს

qartulipartia_uertdebaროგორც პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „25 მაისი მრისხანების დღედ გადაიქცევა!“

„უკვე ორი დღეა, ხელისუფლება არბევს აქციის მონაწილეებს და ტერორის შესაწყვეტად საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მოვუწოდებ საზოგადოებას, 25 მაისს, 12:00 საათზე, ავლაბრის მოედანზე შევიკრიბოთ. ეს დღე ხალხის გათავისუფლების დღე იქნება!“ – განაცხადა სუბარმა, თუმცა არ დააკონკრეტა, შეუერთდება თუ არა 25 მაისის საპროტესტო აქცია „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ აქციას.

შეგახსენებთ, რომ „სახალხო კრების“ აქცია გუშინ, 21 მაისს, დაიწყო. თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა ხალხმა გუშინვე საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა, სადაც დღეს დილით ინციდენტი მოხდა. დაშავებულნი არიან როგორც პოლიციის, ისე კრების აქტივისტების წარმომადგენლები.