უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი: ნატო უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების უჩვეულო გადაადგილებას ყურადღებით აკვირდება

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების უჩვეულო გადაადგილებას ყურადღებით აკვირდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის წევრობის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას 30-ვე წევრი ქვეყანა დაუჭერს მხარს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის შემდგომი აგრესიული ქმედების შესაკავებლად ზომები მიიღოს.

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული.

„იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ამჯერად ნათლად დაინახავს, სინამდვილეში, ვის უნდა მშვიდობა და ვინ კრებს 100 ათასამდე ჯარისკაცს ჩვენს საზღვართან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

imedinews.ge