საზოგადოება
ირაკლი ოქრუაშვილი: „25 მაისს თბილისში ვიქნები!“

iraaროგორც „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, „25 მაისი იქნება ბოლო დღე მოქმედი ხელისუფლებისთვის და ამ დღეს ის ქართველ ხალხთან ერთად იდგება“.

„ის ძალადობა, რომელიც ხელისუფლებამ დღეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა, უკვალოდ არ ჩაივლის. ვბრუნდები ჩემს მეგობრებთან ერთად საქართველოში, რათა დავამთავროთ ეს რეჟიმი. გპირდებით, რომ 25 მაისს თბილისში ვიქნები!“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ „ქართული პარტია“ „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.