საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. სააკაშვილის პარტიის გუშინდელი აქცია, რომელიც დაანონსდა როგორც „ყველაზე მწვავე, როგორიც არასდროს ყოფილა“, ისევე, როგორც ყველა - წინა, ჩაფლავდა. დაპირებულ "ჩვენ გადავკეტავთ სანაპიროს ორივე მხარეს" ხალხი არ ეყო - მოვიდა მხოლოდ ორასი მოჯადოებული ან მოსყიდული სექტანტი, რომლებიც ან განზრახ, ან ჰიპნოზის ქვეშ, გიჟებივით განუწყვეტლივ იმეორებდნენ ერთ სიტყვას: „გადაიყვანეთ, გადაიყვანეთ, გადაიყვანეთ, გადაიყვანეთ...“, ანუ გადაიტანეთ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქოში. დროდადრო ისინი გამოდიოდნენ ტრანსიდან და ყვიროდნენ: „მიშა! მიშა! მიშა!".
ნატოს, ევროკავშირისა და სააკაშვილის პარტიის დროშებით (ეს ბოლო გაუგებრობის გამო საქართველოს სახელმწიფო დროშად რჩება!), ამ დაზომბებულ პუბლიკას მართავდა ქალაქის ცნობილი გიჟების ტრიო: თბილისის ყოფილი მერი, ზონდერი უგულავა, რომელმაც ქალაქის ბიუჯეტიდან 45 მილიონი მოიპარა და რომელიც ციხიდან ევროკავშირის მოთხოვნით გათავისუფლდა; გავრილოვის ღამეს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით მსჯავრდებული და ევროკავშირის მოთხოვნით ციხიდან გამოშვებული თბილისის კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებელი, ზონდერი მელია; და სააკაშვილის ძმის ყოფილი მეუღლე თუ საყვარელი დეკანოსიძე, რომელიც სააკაშვილმა შსს-ს უმაღლეს თანამდებობებზე - ჯერ საქართველოში, შემდეგ უკრაინაში მისი სადისტური თვისებების გამო დანიშნა.
მორჩა! - დანარჩენი ოპოზიციის არც ერთი ლიდერი, თუნდაც ყველაზე დისკრედიტებული, როგორიც არის ლეგენდარული ბოროტმოქმედი ბოკერია, ან მიშას მზვერავი, კრემლში შეგზავნილი ბურჯანაძე, ან სულაც ბანკირი-მევახშე ხაზარაძე, კრედიტები რომ დაარიგა და ნახევარი საქართველო ლამის ქუჩაში დატოვა (რომ არა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა ქართველი ხალხის ვალები) - "კეთროვანი" საკაშისტების ბრბოს ახლოსაც არ გაკარებია, რადგან მერე ახალ ცოდვებს ვერ ჩამოიბანენ... თანაც, ეშინიათ - ტყუილად კი არ აცეცებდა თვალებს მელია, გულის სიღრმეში სააკაშვილის სწრაფად დასრულებაზე რომ ოცნებობს, რათა მისი პარტიის ცრუ-თავმჯდომარეობიდან ნამდვილ თავმჯდომარედ იქცეს! ტყუილად კი არ დუმდა ყველა და ჩუმჩუმად უმზერდა პოლიციას, რომელიც ფანატიკოსებს ყველა მხრიდან გარშემორტყმული აცილებდა - წინ და უკან, მარცხნივ და მარჯვნივ. თავიდან ისინი შეიკრიბნენ "პატარა ეჩმიაძინის" - უძველესი სომხური ეკლესიის წინ ავლაბარის მეტროსთან - ადრე კომპაქტურად სომხებით დასახლებულ თბილისის უბანში, სადაც სააკაშვილის მინის გუმბათიანი სასახლე დგას. ამას ადგილობრივი სომხები ეთნიკურად სომეხი მიხეილ სააკოვ-სააკაშვილის დასაცავად უნდა მიეზიდა, თორემ ყველა მიტინგზე მხოლოდ აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშები ფრიალებდა. მაგრამ სომხებს მხოლოდ უკვირდათ - აქაოდა, ეს უსაქმურები, რა დროს მიტინგებია, როცა ასეთი მდგომარეობაა ეკონომიკაში და თანაც, პანდემიაა!
რაც შეეხება აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფო დროშებს, ამჯერად ისინი "რატომღაც" არ ფრიალებდა: ან კორუმპირებულ პროვოკატორებს - რამდენიმე ეთნიკურ აზერბაიჯანელსა და თურქს - საქართველოს მოქალაქეებს - სამყოფი არ გადაუხადეს, ანდა მათ გაესაუბრებნენ შესაბამის სტრუქტურებში… ან საელჩოებში ბოლოს და ბოლოს, „გამოფხიზლდნენ“ - ასე ხომ გამოდიოდა, რომ სომხები „ქართული ოცნების“ ხელაუფლებას ემხრობოდნენ, აზერბაიჯანელები და თურქები კი - სააკაშვილს, რომელმაც მათ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და აჭარა მიჰყიდა! და ეს იმ დროს, როდესაც პრეზიდენტებს, ალიევსა და ერდოღანს მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აქვთ პრემიერ ღარიბაშვილთან და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან?!
ავლაბრიდან ბარათაშვილის ხიდით ჩამოვიდნენ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისამდე, მაგრამ საპატრიარქოსთან გაჩერდნენ - ალბათ გაახსენდათ შსს-ს გაფრთხილება სამწლიანი პატიმრობის შესახებ სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეფერხებისთვის (მმართველი პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა). რა ეღონათ? გაემართნენ ორბელიანების სასახლისკენ - ორ ნაბიჯში, თუმცა იცოდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი თბილისში არ იყო. აქაოდა, აქ ზის ქალბატონი "არა და არასოდეს!", რომელმაც არ შეიწყალა მიშა. იქ ათიოდე წუთი ადგილს ტკეპნიდნენ, რის შემდეგაც ორასი გიჟის აღლუმი დაიშალა.
რას მოიფიქრებენ დღეს? მოიყვანენ მორიგ მჩხიბავს, როგორც ორიოდე დღის წინ ჩამოიყვანეს თურქეთიდან ცნობილი სტელა, რომელიც შსს-ს გარშემო ქათმის ფეხით დარბოდა და უწყებას ჯადო დაადო - "სანამ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ?" თუ პარლამენტში, რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში ორიოდე ათეულ მოშიმშილეს ახალი მოშიმშილეები დაემატება და „ნაცმოძრაობის“ რჩეულები ბოლოს და ბოლოს საკუთარ ტყავზე გამოცდიან, როგორ შიმშილობს მათ გამო ქართველი ხალხი? რაც შეეხება ქართველ ხალხს, ხალხი ჯერჯერობით დუმს და გულის სიღრმეში ნატრობს, რომ ისინი, ყველა, ჩაძაღლდნენ...
საქინფორმი