საზოგადოება
საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ტვიტერში“ წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მიიღო.
„ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე. ვწუხვარ მთავრობის მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილი ნების ნაკლებობის გამო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიტუაციის გამოსწორების შანსი. საქართველოს მთავრობა სრულადაა პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, – წერს ანა ფოტიგა, რომელიც სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოს ეწვია.