საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. ზეთისხილის ასოციაციის ცნობით, ამ ეტაპზე უკვე მოკრეფილია 200 ტონა ზეთისხილი და კრეფის პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება.
ქართული ზეთისხილი ადგილობრივი მოხმარების პარალელურად ექსპორტზეც გადის ძირითადად დიდი ბრიტანეთსა და CIS-ში.
„რაოდენობა კიდევ გაიზრდება რადგან რთველი ჯერჯერობით არაა დასრულებული. ძირითადად ნოემბრის ბოლოს სრულდება და შესაძლოა დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს. ქართული ზეითუნის ზეთი საკმაოდ კონკურენტუნარიანია სხვა წამყვანი მწარმოებელი ქვეყნების ზეთებთან მიმართებაში, შესაბამისად ხარისხითაც და ფასითაც იგი კონკურენციას უწევს უცხოურ ზეთებს“,- განმარტავენ გაერთიანებაში.
შეგახსენებთ,24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას,მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის მსოფლიო დღეს უმასპინძლებს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ ამავდროულად, ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმებსაც შეათანხმებენ.
საქართველოს 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი წარმომადგენელი, წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები ეწვევიან.