უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო ევროპაში გაზის ტრანზიტის შეწყვეტით იმუქრება

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროპაში გაზის ტრანზიტის შეწყვეტას არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში თუკი ევროკავშირი მათ წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ჩვენ ვათბობთ ევროპას, ისინი კვლავ გვემუქრებიან, რომ საზღვარს ჩაკეტავენ, თუ ჩვენ შევწყვეტთ ბუნებრივ აირს? ამიტომ ვურჩევდი პოლონეთის ხელმძღვანელობას, ლიეტუველებს და სხვა უტვინო ხალხს, დაფიქრდნენ, სანამ იტყვიან," - განაცხადა ლუკაშენკომ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან მიგრანტების თავმოყრა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმაა. მისი თქმით, მომავალი კვირის დასაწყისში ევროკავშირი გააფართოებს ბელარუსის რეჟიმის საწინააღმდეგო სანქციებს.

interpressnews.ge