სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

Ss-2გთავაზობთ შს სამინისტროს განცხადებას უცვლელი სახით:

„22 მაისს, დაახლოებით დილის 7 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის  სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ პოლიციის ავტომანქანას და მასში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს: ირაკლი სახოკიას,  ვახტანგ ბოჭორიშვილს და კახაბერ კუდუხაშვილს. თავდასხმის შედეგად მათ დააზიანეს პოლიციის ავტომანქანა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, ინციდენტის შედეგად სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნა აქციის რამდენიმე მონაწილე.
დაშავებულ პოლიციის თანამშრომლებს ამ დროისთვის უტარდებათ სამედიცინო დახმარება“.