აქტუალური
საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა, სასამართლოს ეზოში რუსეთის დროშა მიიტანეს, ძირს გაფინეს და ფეხებით შედგნენ, შემდეგ კი ნაგვის ურნაში ჩააგდეს.
მათი განცხადებით, ეს არის პასუხი რუსეთის პირველი არხის გუშინდელ ეთერზე, სადაც სტუდიის იატაკზე საქართველოს დროშა იყო გამოსახული და მასზე დადიოდნენ.
აქცის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ვერასდროს შეძლებს საქართველოში შემოსვლას. ამასთან, მომიტინგეთა მეორე ნაწილმა ფურცელზე წარწერები გააკეთა.