პოლიტიკა
საპროტესტო აქცია - მეორე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №1, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, 2011 წლის 22 მაისი, თბილისი
hands07.00 თბილისის თავზე მზიანი ცაა. მომიტინგეებისა და პოლიციის პირველი დიდი შეჯახება მოხდა. სპეცნაზმა ხელკეტებმა, გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მიზეზად იქცა „ფოლქსვაგენ-პასატის“ მარკის ავტომანქანა „PSP 936”, რომელშიც სამართალდაცავი ორგანოების სამი თანამშრომელი იჯდა. „სახალხო კრების“ ერთ-ერთი აქტივისტი - გადამდგარი გენერალი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პირველი ხელმძღვანელი, მრავალი საბრძოლო მოქმედების მონაწილე - როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში, - გია უჩავა მათ ძალით ჩასვეს მანქანაში. შავ ავტომანქანას, რომელიც შეეცადა, ცარიელი ქუჩის გამოყენებით, აქციის ჩატარების ადგილი გადაეკვეთა, იქ მყოფმა ‘სახალხო კრების“ აქტივისტებმა - დაახლოებით 30-მა სპორტული აღნაგობის კაცმა ჯოხები დაუშინეს, რის პასუხადაც იქვე მდებარე ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის შენობიდან, სასტუმრო „რედისონისა“ და გმირთა მოედნის მხრიდან ოპერატიულად ჯიპებით გამოჩენილმა სპეცნაზმა ძალა გამოიყენა. დაზარალებლები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთმა ხნიერმა ქალმა გონება დაკარგა. აქციაზე მყისვე გამოჩნდა ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ეს ინციდენტი პროვოკაციად შეაფასა. სცენაზე ავიდა ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც დამსწრეთა დამშვიდებას ცდილობს და მოუწოდებს მთელ საქართველოს, მივიდეს 14.00 საათზე დანიშნულ მიტინგზე. ამჟამად აქციის ორგანიზატორებს ქართული და იტალიელ პარტიზანთა ცნობილი სიმღერა „ბელ ჩაო“ აქვთ ჩართული.