უკვე მომიწია სააკაშვილის ქმედებების ახსნა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიით, კერძოდ - ოიდიპოსის კომპლექსით (გერმ. Ödipuskomplex). ბოლოს ეს იყო პუბლიკაციაში "მიშა, ნინო და ადოლფი". დღეს მას ისევ მივუბრუნდები რამდენიმე გარემოების გამო:
- სააკაშვილის ტელეკორპორაციის (“მთავარი არხი”, “პირველი”, “ფორმულა”) პროპაგანდისტების მცდელობა, შემოსონ იგი გმირისა და მოწამის შარავანდედით, რომელიც ზვარაკად შეეწირა საქართველოს - შეგნებულად დაბრუნდა თბილისში, რათა ჩაბარებოდა ხელისუფლებას და ციხეში ჩამჯდარიყო;
- უცხოური მედიის აბსოლუტური დაუინტერესებლობა, გაარკვიოს მომხდარის ნამდვილი მიზეზები და მხოლოდ იმით დაინტერესება, რომ გაყიდვადი სკანდალი გამოძერწოს;
- საქართველოს დაკვირვებული მოქალაქეების ლოგიკურ კითხვებზე პასუხი.
თუმცა უწინარესად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ადრე საქართველოში „სხვისი ჭუჭყიანი თეთრეულის ქექვა“ ითვლებოდა ტაბუდადებულ თემად და ყოველთვის იგმობოდა, მედიაში განხილვის დახურულ თემებად ითვლებოდა პირადი ცხოვრება - პირველ რიგში, ინტიმური ურთიერთობა, სექსუალური ორიენტაცია, ასევე ოჯახი და ბავშვები. ნორმად მიიჩნეოდა აგრეთვე, ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულის ახსნა tet-a-tet და არა საჯაროდ, თუკი, რა თქმა უნდა, ეს არ იყო მიწოდებული მაღალმხატვრული ლიტერატურული ფორმით. მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმა შემოიღო სხვა სტანდარტები - ინტიმურ ცხოვრებას ფარულად იღებდნენ ყველგან დამონტაჟებული ვიდეოკამერებით და ავრცელებდნენ ქსელში, ანდა ინახებოდა არქივში შანტაჟის შემთხვევისთვის. მაგრამ ეს კადრები ყოველთვის წარმოადგენდა გასართობს პრეზიდენტი სააკაშვილისთვის, რომელსაც აშკარა გადახრები აქვს თავის libido-ში. მისი ახლო ნაცნობების თქმით, ეს მას აღაგზნებდა, ერექციასა და ორგაზმს სააკაშვილი განსაკუთრებით ჰომოსექსუალური სექსის ყურებით განიცდიდა, მათ შორის ჰომოსექსუალური ხასიათის წამების (მამაკაცების გაუპატიურება და ა.შ.)
დღეს კი სააკაშვილის ფანატებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან არა პოლიტიკურ პარტიაში, არამედ მის თაყვანისმცემელთა სექტაში, არ სცხვენიათ ქართული მენტალიტეტისთვის სრულიად უცხო ფორმების დემონსტრირებისა, როგორიცაა სიყვარული მასობრივი საჯარო გამოცხადება სააკაშვილისთვის, თანაც, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მხრიდან, არც განსაკუთრებით ამაზრზენია. საზიზღარი შესახედია, მაგალითად, თუ როგორ უძღვნის თავის გმირს სააკაშვილს სცენიდან სიმღერებს საეჭვო ორიენტაციის მომღერალი სეფაშვილი, როგორ უწოდებს მას ქართველი ერის სულიერ მამას არამზადა ბარამიძე, ან როგორ ელაქუცება სააკაშვილს თბილისის ყოფილი მერი უგულავა (საკუთარი უძლურების გამო, რადგანაც დაქორწინებული იყო სააკაშვილის ვიზაჟისტზე, რომელიც ქორწინების შემდეგაც განაგრძობდა პრეზიდენტთან ინტიმურ ურთიერთობას).
ამიტომ, რაოდენ უსიამოვნოც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის, იძულებული ვარ კვლავაც მივუბრუნდე ფსიქოანალიზის თეორიას, რათა ავხსნა დღეს სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენები და ვუპასუხო საზოგადოების რამდენიმე კითხვას, მაგალითად:
1. მსოფლიოში ბევრი პრეცედენტია, როცა სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს ციხეში სვამდნენ, ასევე, აწამებდნენ და სიკვდილითაც კი სჯიდნენ, მაგრამ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ მათთვის მეურვეობა გაეწიათ მშობლებს, როგორც 74 წლის გიული ალასანია აგრძელებს 53 წლის შვილის - მიხეილ სააკაშვილი მფარველობასა და დაცვას. რატომ?
2. რა უფლებით მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს, იუსტიციის მინისტრს, უკრაინის ომბუდსმენსა და სხვა სახელმწიფო მოღვაწეებს მისი ქართული ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით? რა შუაშია დედა შვილის დანაშაულთან?
3. რატომ ათევდა ღამეებს გიული ალასანია რუსთავის №12 საპყრობილის დირექტორის კაბინეტში (სანამ ეს უკანასკნელი ამის გამო არ გაათავისუფლეს) თავისი პატიმარი შვილის მოსავლელად - მის დასაპურებლად და დასარწყულებლად, როგორც უწინ, სსრკ სუკ-ის სასაზღვრო ჯარებში სავალდებული სამხედრო სამსახურში მყოფი 22-ში წლის ჯარისკაცი სააკაშვილისთვის უკრაინაში ქვაბებით ჩაჰქონდა სადილი თბილისიდან?
4. დემონსტრატიულად რატომ სტუმრობდა მიშიკოს ციხეში გიული ალასანია მისი ასაკისთვის შეუფერებელი გამომწვევი სამოსით - „CHANEL”-ის გამჭვირვალე ჩექმებით, მოკლე ვიწრო კაბებითა და შარვლებით, რის გამოც მთელი საქართველო აღშფოთდა? და რატომ არასოდეს უსაყვედურა შვილიკოს მავან ლიზა იასკოსთან ურთიერთობის გამო, რომლის გულისთვისაც მიშიკომ ოჯახი დაანგრია - მიატოვა ჯერ კიდევ ოფიციალური მეუღლე სანდრა რულოვსი, რომლისგანაც ორი ვაჟი ჰყავს? მყისიერად რატომ დაივიწყა დედიკო გიულიმ თავისი ჰოლანდიელი რძალი სანდრა და უმალ დაუმეგობრდა უკრაინელ ლიზას?
5. სააკაშვილის დაკავების შემდეგ რატომ არ ისმის არც ერთი მხარდამჭერი სიტყვა მისი ბიძისგან - მისი მთავარი მეურვე თემურ ალასანიასგან, რომელმაც მიშას მამა შეუცვალა? ხოლო ნამდვილი მამა ნიკალა ციხეში მხოლოდ ერთი საჩვენებელი ვიზიტით შემოიფარგლა?
ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, თუ სააკაშვილის თავს მომხდარს ავხსნით ოიდიპოსის კომპლექსის თვალსაზრისით (მამრობითი სქესის ბავშვის გაუცნობიერებელი ლტოლვა დედისადმი). ეს 3-დან 6 წლამდე ბიჭების განვითარების კანონზომიერი ეტაპია, როცა ის საკუთარ დედაზე ეჭვიანობს მამასთან მიმართებაშიც კი, მაგრამ ეს ნორმალურია, თუ ოიდიპოსის კომპლექსი დაიძლევა პუბერტატულ (pubertas) პერიოდში, ანუ სრულდება ბიჭების სქესობრივ მომწიფებამდე, 17-18 წლამდე. თუმცა, თუ ის გრძელდება, მიიჩნევა გადაუჭრელ ოიდიპოსის კომპლექსად, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში. ლიბიდოს არანორმალური განვითარება იწვევს ზნედაცემული ქალებისადმი ლტოლვას („რაკი დედაჩემს ჰქონდა სექსი მამაჩემთან, ეს ნიშნავს, რომ ის იყო სხვასთან, ერგო - ასევე ზნედაცემულია“), საძულველი მამის შეცვლის მწვავე სურვილს (რაც ხშირად იწვევს პათოლოგიას - ინცესტი), ჰომოსექსუალურ იმპულსებს ფსიქიკაში და ნორმიდან სხვა გადახრებს.
ასევე, მიშასა და გიულის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ იოკასტას კომპლექსის (დედის გაუცნობიერებელი ლტოლვა შვილისადმი) ისეთ ირიბ ნიშნებს, როგორიცაა გადაჭარბებული ზრუნვა ზრდასრულ შვილზე, მასზე მეურვეობის სურვილი, ამავე დროს შვილისადმი ცხოველური ერთგულებითა და მორჩილებით, ასევე შეუწყნარებლობის გამოვლინება ვაჟის მეუღლისადმი, რომელსაც შვილის დროებით პარტნიორებს ამჯობინებს. დედის სექსუალური ხასიათის კონკრეტულ ქმედებებამდე შვილის მიმართ საქმე იშვიათად მიდის, აშკარა კლინიკური პათოლოგიის შემთხვევების გამოკლებით.
ახლა კი, პატივცემული მკითხველებო, გადახედეთ ზემოხსენებულ 5 კითხვას, რომლებიც გაჩნდა მიხეილ სააკაშვილისა და დედამისის გიული ალასანიას ქცევის უცნაურობასთან დაკავშირებით - დასკვნები აშკარაა...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2021 წლის 11 ნოემბერი
საქართველო, თბილისი