სამართალი
Amnesty International-მა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ Amnesty International საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიკრობლოგ „ტვიტერზე“ განცხადებას აქვეყნებს.

„ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში; სავარაუდოდ, მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება. ეს არის არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ – აშკარა პოლიტიკური შურისძიება“, – აღნიშნულია Amnesty International-ის „ტვიტერის“ გვერდზე.