პოლიტიკა
პირდაპირი რეპორტაჟი №7, საპროტესტო აქცია, 21 მაისი, 2011 წელი, თბილისი

hands18:15. თავისუფლების მოედანი დაცარიელდა. სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. მომიტინგეები გაემართნენ საზოგადოებრივი ტელევიზიისკენ. თუ გზადაგზა ისედაც მცირერიცხოვანი რიგები კიდევ არ შეთხელდა, როგორც საქინფორმის ჟურნალისტებისათვის სანდო წყაროსგან – „სახალხო კრების“ ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირისგან, გახდა ცნობილი, იქნება ტელევიზიის შენობაში შესვლისა და დაკავების მცდელობა. ამით შესაძლოა მოხდეს პოლიციასთან პირველი მასობრივი შეტაკება, რის შემდეგაც მოვლენათა განვითარებას წინასწარ ვეღარ განჭვრეტ.

თბილისის პარალელურად, აქცია ბათუმშიც გრძელდება, რომელსაც იქ მყოფი თემურ შაშიაშვილი და ელიზბარ ჯაველიძე ხელმძღვანელობენ. ბათუმის საზღვაო პორტთან შეკრებილი მომიტინგეები, გაიგეს რა თბილისში აქციის მონაწილეთა ტელევიზიისკენ გადანაცვლების შესახებ, გაემართნენ ერას მოედნისკენ და შემდგომ – აჭარის ტელერადიომაუწყებლობისკენ.