რელიგია
პოლიტ-მიტროპოლიტმა აზიარა სააკაშვილი, რომელმაც არ მოინანია არცერთი დანაშაული და ხორცს ჭამდა!

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. გარეგნულადაც ეტყობა მას 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება ჯანმრთელობას, მე ვიყავი მასთან სულ თავიდან, როდესაც რამდენიმე დღის შემოსული იყო. მე ვნახე ის, სრულიად ჯანმრთელი. ახლა გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია. აბსოლუტურად საღად აზროვნებს, ოღონდ ძალიან დასუსტებულია“, – აღნიშნა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატრიარქოს თავად შეუთვალა, რომ ზიარება სურდა. მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სააკაშვილი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეზიარა.

„ცხოვრებაში პატრიარქის გარეშე არაფერი გამიკეთებია. მიხეილ სააკაშვილმა შემოგვითვალა თვითონ, რომ სურდა ზიარება. როგორც კი პატრიარქს ვუთხარი, ერთი წუთი არ ჰქონია დაყოვნება და თქვა, რომ რადგან უნდა მას ზიარება, აუცილებლად უნდა ეზიაროს. ეს იყო რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით ერთი კვირის წინ. ამის შემდეგ ვემზადებოდი პროცედურულად. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მან მიიღო წმინდა ზიარება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.