პუბლიკაციები
მე, არნო ხიდირბეგიშვილს მინდა, რომ სააკაშვილი საშინელი ტანჯვით ჩაძაღლდეს!

     გუშინ, 6 ნოემბერს, რუსთავის №12 ციხესთან შეიკრიბა სექტა სააკაშვილისა, რომელიც დაპატიმრების შემდეგ მთელი დღეები ცრუობდა და ხეთქავდა. დღეს კი, 7 ნოემბერს, გლოვისა და სირცხვილის დღეა - 14 წლის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს, პოლიციის სპეცრაზმი, სააკაშვილის ბრძანებით, ტელეკომპანია „იმედი“ დაარბია და ცემა ჟურნალისტები - ვინც მოღალატე არ იყო. ნორჩი ნიჭიერი ჟურნალისტი - 20 წლის ულამაზესი ანი მამულაშვილი არ დაემორჩილა ფორმიანი ჯალათების ბრძანებას - არ დაწვა მიწაზე პირქვე მათ წინაშე, რისთვისაც თავში ავტომატის კონდახი ჩაარტყეს - აქაოდა, მაინც დაწვებიო!

მომხდარის შემდეგ ანი საქინფორმსა და ტელეკომპანია „GDS“-ში მუშაობდა, მაგრამ იმ დარტყმამ საშინელი უკურნებელი სენი შეჰყარა, რომლისგანაც ის 2019 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა - მიუხედავად იმისა, რომ ბერა ივანიშვილი ფარავდა მისი მკურნალობის ხარჯებს საზღვარგარეთის კლინიკებში.

   საკაშისტებმა მთელ მსოფლიოს მოსდეს სააკაშვილის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორის - ლექსო ლაშქარავას სიკვდილის ამბავი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს, როცა ქართველ ხალხს დაუპირისპირდა, ცემის გამო კი არა, არამედ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. მაგრამ საკაშისტები დუმან - რატომ გარდაიცვალა ჟურნალისტი ანი მამულაშვილი, ჩემი კოლეგა და საყვარელი მეგობარი სიცოცხლის ბოლო დღემდე, რომელიც ვარსკვლავივით აკაშკაშებდა ჩვენს რედაქციას თავისი ღიმილითა და გაცისკროვნებული თვალებით!

ამიტომ მე არ ვმალავ: მე, არნო ხიდირბეგიშვილს, მინდა, რომ მიშა სააკაშვილი და ყველა, ვინც 6 ნოემბერს ციხესთან მიტინგზე გამოდიოდა, საშინელი ტანჯვით ჩაძაღლდნენ!

   ჩემგან განსხვავებით, ანი არასოდეს იხსენებდა, როგორ გაუსწორდა მას სააკაშვილი-მერაბიშვილის სპეცნაზი, არავის წყევლიდა და ავს არ უსურვებდა...“, - დაწერა გუშინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.