პოლიტიკა
პირდაპირი რეპორტაჟი №5, საპროტესტო აქცია, 21 მაისი, 2011 წელი, თბილისი

saxalxo-kreba-1317:00. საპროტესტო აქცია დაიწყო. სცენაზე ერთმანეთს ცვლიან „სახალხო კრების“ წარმომადგენლები – გია ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, ნინო ბურჯანაძე. ისინი ხალხს მოუწოდებენ, ტელევიზორებიდან კი არ ადევნონ თვალი მოვლენებს, არამედ შემოუერთდნენ აქციას, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოიშორონ მოქმედი ხელისუფლება და შვილებისთვის ღირსეული მომავალი უზრუნველყონ.

როგორც აღნიშნეს, რამდენიმე გამომსვლელის შემდეგ გააჟღერებენ სამოქმედო გეგმას.