უცხოეთი
ყაზახეთში მაღაროში მეთანის გაჟონვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. ყაზახეთში, აბაისკაიას მაღაროში მეთანის გაჟონვის შედეგად ექვსი მაღაროელი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის განცახადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შახტში შემთხვევის დროს 64 მუშა მუშაობდა.

,,56 ადამიანის ევაკუირება მალევე განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს დანარჩენი ადამიანების ამოყვანა. საწარმოო პროცესი შეჩერებულია", - განმარტავენ პრესსამსახურში.

პროცესში 20-ზე მეტი მაშველი და სამი ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ასკარ მამინის სახელით შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მინისტრ იური ილინის ხელმძღვანელობით კომისია გაემგზავრა.

interpressnews.ge