აქტუალური
არნო ხიდირბეგიშვილი: წალენჯიხის დამოუკიდებელი რესპუბლიკა

     "რაც უფრო უტიფარი და წარმოუდგენელია ტყუილი, მით მეტად სჯერათ მისი!" - სააკაშვილის შეუცვლელი კრედოა. წალენჯიხის მოსახლეობას ტრადიციულად სჯერა სააკაშვილის სიცრუის და ამისთვის ღირს „წალენჯიხის რესპუბლიკისთვის“ დამოუკიდებლობის მინიჭება! დაე იქ გადაბარგდნენ მიშისტები მთელი საქართველოდან!

   უტიფარი ტყუილია - "სააკაშვილს ციხეში კლავენ!”. ჯერ ერთი, სააკაშვილი არ შიმშილობს - მას სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ელემენტს უსხამენ. ასე ცხოვრობენ წლების განმავლობაში კომაში მყოფნი, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეერთებულები და ა.შ. პერორალურად კი ის იღებს ჩაის, ლიმონათსა და თაფლს - ეს რანაირი შიმშილობაა?!

და ვინ აიძულებს სააკაშვილს შიმშილს?! #FREESAAKASHVILI - ფრი SAAKASHVILI - ჭამე SAAKASHVILI - ნუ ცრუობ სააკაშვილი! მაგრამ - არა, მას კერძო კლინიკა "VIVA MEDI”-ში გადაყვანა სურს, რომ იქიდან გაიტაცონ - ან გზაში, ან პალატიდან! ბაჩა-ბაზი გვარამიამ წაიკითხა ჩემი ქარაგმული მინიშნება, რომ ეს კლინიკა არცთუ შორსაა ცხინვალიდან და განაცხადა - ცხინვალის სპეცრაზმს მიშას გატაცება უნდა!”.

   მორიგი ტყუილი - "პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ იწყალებენ სააკაშვილს!". ჭეშმარიტად, ცინიზმს საზღვარი არ აქვს! განა სააკაშვილმა ერთი დანაშაული მაინც აღიარა და პრეზიდენტს შეწყალება სთხოვა, რათა მან ის განიხილოს?! ან როგორ შეუძლია ღმერთის ნაცვალს დედამიწაზე, როგორიც არის პატრიარქი, შეიწყალოს სატანა ადამიანის სახით, როგორიც სააკაშვილია?! როგორ უნდა აპატიოს მიშას პატრიარქმა, რომელმაც სააკაშვილის ომის შემდეგ ცხინვალის ტყიდან ქართველი ჯარისკაცების ხრწნადი ცხედრები გამოასვენა?! მასობრივი მკვლელობები, წამება და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა?!

   „არანაირი თანამდებობა არ მინდა! მე მხოლოდ თავისუფლება მინდა!" - წერს ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში სააკაშვილი, რომელმაც ნახევარი კონტეინერი იოგურტი შესანსლა. მაშასადამე, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩაიდინა, სააკაშვილკიდევ იმედოვნებდა, რომ დაიკავებდა თანამდებობას საქართველოხელისუფლებაში?! ფანტასტიკური უტიფრობა! როგორ ფიქრობს, პოლკოვნიკ თეთრაძეს და სააკაშვილმიერ ათასობით მოკლულს თავისუფლება არ სურდათ?! მაგრამ ისინი ოჯახებს მოწყვიტეს და საშინელი წამებით დახოცეს! სააკაშვილს უნდა უხარდეს, რომ ციხეშია „ქართული ოცნების“ მმართველობისას და არა თავისი რეჟიმის ხანაში! ისევე როგორც მისი ხელის ბიჭს - მელიას, "ნაცმოძრაობის" ცრუ თავმჯდომარეს. მელია მიტინგებზე დაუსჯელად ლანძღავს მოქმედ ხელისუფლებას და სწორედ ამ ხელისუფლების წყალობით, გაბედულად“ ლანძღავს კანონიერ ქურდებს! სცენიდან ჩამოსვლის და კანონიერ ქურდებთან პირისპირ შეხვედრის კი ეშინია! თუ დაავიწყდა, როგორ ცდილობდა მისი პატრონი სააკაშვილი კანონიერი ქურდების მხარდაჭერის მოპოვებას?!“, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

2021 წლის 5 ნოემბერი
საქართველო, თბილისი