საზოგადოება
საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ მედიაცენტრი ამუშავდა

meriott_Tbilisiდღეს, 21 მაისს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ „სახალხო კრების“ აქციასთან დაკავშირებით სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ სპეციალური მედიაცენტრი იმუშავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

გარდა ამისა, „სახალხო კრების“ ოფიციალური ვებგვერდი http://www.kreba.info მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და აქციის მსვლელობას საინფორმაციო სააგენტოს რეჟიმში გააშუქებს.