უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ „სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დეკრეტს“ მოაწერეს ხელი

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს „სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დეკრეტს“, რომლითაც დამტკიცდა ე.წ. 28 სამოკავშირეო პროგრამა.

დოკუმენტს ხელი 4 ნოემბერს, რუსეთისა და ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოაწერეს, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

ვლადიმერ პუტინმა სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს ბელარუსი ხალხის დახმარებას.

„არაერთხელ მითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რუსეთისთვის ბელარუსი არ არის მხოლოდ კარგი მეზობელი და უახლოესი მოკავშირე, ეს არის მართლაც ძმური რესპუბლიკა, ძმური ხალხი. ერთად აღვუდგებით ჩვენი სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას. რუსეთი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მოძმე ბელარუსი ხალხის დახმარებას“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

interpressnews.ge